ელ–ფოსტა
პაროლი

2011-03-17 17:38:00 - წიგნები იმ ადამიანებზე, რომელთაც მსოფლიო შეცვალეს

ქართული ბიოგრაფიული  ცენტრის საგამომცემლო პროექტი: “100 წიგნიადამიანები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო”, ფართო მკითხველზეა გათვლილი და ერთობ საინტერესო პერსონების გალერეას მოიცავს. ანუ, როგორც პროექტის მტავარი რედაქტორი, პროფესორი ზაზა აბზიანიძე ამბობს, ჰუმანისტების და სადისტების კომპოტია: ასტომეულის პირველ წიგნად გამომცელებმა მაჰათმა განდისჩემი ცხოვრებაშეარჩიეს, მის კვალდაკვალ კი გამოვა, ფრანკოს, ჩერჩილის, სერვანტესის, რიშელიეს ბიოგრაფიები.

ინდოეთის სულიერი მამის და XX საუკუნის უდიდესი ჰუმანისტის ეს ავტობიოგრაფიული თხზულება პირველად ოთხმოცი წლის წინ გამოქვეყნდა და მას შემდეგ, მსოფლიოს თითქმის ყველა ცივილიზებული ერის ენაზე არის ნათარგმნი. ქართველი გამომცემლები ფიქრობენ, რომ თარგმანი, რომელიც ლელა დუმბაძემ დიდი პროფესიონალიზმით შეასრულა, ჩვენი საზოგადოებისთვისაც არანაკლებ საინტერესო იქნება. ეს იმ ადამიანის ავტობიოგრაფიაა, რომლის ცხოვრება არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნისათვის თავდადების ნიმუშია (მაშინ განდი მხოლოდ ინდუსებისათვის იქნებოდა სატაყვანო ფიგურა), არამედ ზოგადსაკაცობრიო სახედ იქცა თავისი ანტიძალადობრივი, უსისხლო ბრძოლის კონცეფციით, რაც მან სამოქმდო პრინციპად დაისახა და განახორციელა კიდეც. ქართველებისთვის დღეს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში, როცა ამდენი საგარეო და საშინაო პრობლემები გვაქვს, მაჰათმა განდის სულიერი გამოცდილება, ალბათ მკითხველის ცნობისმოყვარეობის ფარგლებს გასცდება და ბევრს დააფიქრებს.

ვრცლად

2011-03-14 11:21:00 - ამბავი შუშანიკის შვილებზე
ანა კორძაია-სამადაშვილის ახალი რომანი "შუშანიკის შვილების" სახელწოდებით გამოვიდა. ქართლის პიტიახშის მეუღლე აქ არაფერ შუაშია და მით უფრო მათი შვილები. ანა კორძაია-სამადაშვილის რომანის შუშანიკი, ორი სიტყვით რომ ავხსნათ, ქალაქის სულია. მიუხედავად ამისა, როცა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" პრესრელიზები გაავრცელა, საზოგადოების სკანდალების მოყვარულმა ნაწილმა წმინდანის სახელის ხსნებაზე ყურები ცქვიტა და ავტორს განმარტებები მოსთხოვა, თმცა კი მალევე დაშოშმინდა.
"შუშანიკის შვილები" მცირე ფორმატის რომანია, თუმცა კი, მწერალმა თავი დაიზღვია და სათაურის ქვეშ მაინც მიაწერა "ერთი რომანის სცენარი", ანუ, შარიან მკითხველსაც არ დაუტოვა გამოსავალი. რაც შეეხება შინაარს, როგორც ანა კორძაია-სამადაშვილის სხვა ნაწარმოებები, ეს არის ამბავი ქალებზე. ამ შემთხვევაში, კი ძირითადად ქალებზე, ასევე კაცებზე და ქალაქებზე.

ვრცლად

ნიუსები